fbpx
ემიგრაციული სიახლეები

სახელმწიფო მინისტრი: საბერძნეთის ქუჩებში უფრო მეტი პოლიციელი იმოძრავებს

“უფრო მეტი პოლიციელი უნდა იქნეს განთავსებული ქუჩებში, ხოლო დაცვა უნდა მოაკლდეთ ისეთ პირებს, რომლებიც მას რეალურად არ საჭიროებენ.
ასევე,  უნდა გავაუქმოთ ჯგუფი “დელტა, რომელიც მუშაობდა ხელმძღვანელების გარეშე. მდგომარეობა პრობლემატურ უბნებში მთელ მსოფლიოში უკეთესობისკენ შეიცვალა ადგილობრივი თვითმმართველობების საციალური და პოლიტიკური მოქმედებების შედეგად და არ არის სავალდებულო მუდმივად პოლიციის ძალით მოხდეს სიტუაციის გაუმჯობესება. არასამართლიანია ეცადო საკუთარი შეცდომების გადაფარვა და პრობლემების რომელიმე მინისტრისთვის გადაბრალება.” – აღნიშნა ტოსკამ.