ნიკეა: 17 წლის მოზარდი საკუთარ სახლში დანით დაჭრეს

შემთხვევა გუშინ შუადღისას, დაახლოებით 12:30 საათზე მოხდა, როდესაც 17 წლის მოზარდი სკოლიდან სახლში დაბრუნდა. ამ დროისთვის არც მისი დედა და არც რომელიმე ნათესავი სახლში არ იმყოფებოდა.

როდესაც მან სახლის კარი გააღო და შიგნით შევიდა, ორი ნიღბიანი პირი დაინახა. ამის შემდეგ ყვირილი დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ამით საკუთარი თავის წინააღმდეგ იმოქმედა.

უცნობები მას თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს, უგონო მდგომარეობაში მიატოვეს და გაუჩინარდნენ.

ბიჭი მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხელისუფლება საქმის გამოსაძიებლად ეყრდნობა მის ვარაუდოს, რომ თავდამსხმელები შესაძლებელია იყვნენ ბოშათა ჯგუფიდან, რომლებიც სახლებს ხშირად ძარცვავენ.

melano

ტესტ