fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ნეა სმირნი: “ყველანი მომბეზრდით” – დაწერა მამამ კედელზე და სახლს ცეცხლი წაუკიდა

გუშინ ნეა-სმირნიში დაუჯერებელი ტრაგედია დატრიალდა. ორი შვილის მამამ კედელზე დაწერა: “ყველანი მომბეზრდით” და სახლს ცეცხლი წაუკიდა მაშინ, როცა ყველა ოთახის კარი ჩაკეტილი იყო. ბავშვები 8 და 10 წლის ბიჭები არიან. ისინი მამამ სასიკვდილოდ გაიმეტა.

ნეა სმირნი შეძრულია მომხდარით და ყველანაირი ინფორმაციით დასტურდება, რომ მამაკაცი და ორი ბავშვი არა თუ უბედურ შემთხვევას, არამედ თავად მამაკაცის წინასწარ განზრახვას ემსხვერპლა.

40 წლის კაცი საჰაერო ძალების ოფიცერი იყო. მან პარასკევს კედელზე ფლომასტრით დაწერა: “ყველანი მომბეზრდით”. შემდეგ ყველა ოთახის კარი ჩაკეტა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ის ცოლთან განქორწინებული იყო და შვილები თავისთან შაბათ-კვირის გასატარებლად ჰყავდა წაყვანილი. როგორც ცნობილია, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

რამდენიმე დღის წინ მან ბავშვებზე მეურვეობა დაკარგა, სწორედ ამის შემდეგ გაუარესდა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

სახლში კვამლი მეზობლებმა დილის 06:00 საათზე შენიშნეს, სადაც მეხანძრეებმა მამაკაცი და მისი ორი შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათი სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა.

გამოძიებას სახანძრო დეპარტამენტი აწარმოებს.

onalem

ტესტ