fbpx
საზოგადოება

ნეა სმირნი: ახალშობილი სიცივეში 12-20 საათის მანძილზე იმყოფებოდა

ნეა სმირნიში მომხდარმა ტრაგედიამ მოსახლეობა შეძრა. პოლიცია ახალშობილის გარდაცვალების დეტალებს ავრცელებს.

ბიჭი 3,5 კგ, სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა, მალევე გარდაიცვალა. მისი სიკვდილი პათოლოგიურმა მიზეზებმა გამოიწვია. ის საცხოვრებელ კორპუსთან, ზეწრებში გახვეული იპოვეს.

ბავშვის ცხედარს პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა და კორონერების თქმით, ჯანმრთელი ახალშობილი, სავარაუდოდ, ჭიპლარის შესაბამისი მოვლის უქონლობის გამო გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ ჩვილი სიცივეში, ღია ცის ქვეშ დაახლოებით 12-20 საათის მანძილზე მაინც იმყოფებოდა.

მას არ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, თუმცა, სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა.

გამოძება ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

onalem

ტესტ