fbpx
საზოგადოება

ნეა სმირნი: აფეთქება საცხოვრებელ ბინაში – დაშავებულია ერთი ადამიანი

რამდენიმე წუთის წინ ნეა სმირნიში მდებარე საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლში გაზის ბალონი აფეთქდა, თუმცა, შედეგად ხანძარი არ გაჩენილა.

როგორც ცნობილია, აფეთქებამ სერიოზული მატერიალური ზარალი გამოიწვია და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ამ დროს ბინაში იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, დაშავებული კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ