fbpx
საზოგადოება

ნეა სმირნი: 50 წლის მამაკაცი საკუთარ სამსახურში საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა

ინციდენტი ნეა სმირნიში, ერთ-ერთ ოფისში მოხდა.

კერძოდ, 50 წლის მამაკაცი, რომელიც ჩარტერულ ბუღალტრად მუშაობდა, სამსახურში მივიდა და მიწისქვეშა სართულზე ჩასვლას ცდილობდა, სადაც პარკინგია განთავსებული.

ამ დროისთვის გაურკვეველ ვითარებაში, ლიფტმა ძალიან სწრაფად სვლა დაიწყო, კარი გატყდა და მამაკაცი 10 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ლიფტში შესასვლელად საჭიროა სპეციალური კოდის შეყვანა.

გაურკვეველია შეიყვანა თუ არა 50 წლის მამაკაცმა კოდი. ასევე, ინციდენტის მიზეზი იყო თუ გაუმართავობა თუ რაიმე სხვა.

ვარდნის შემდეგ, მამაკაცი სახანძრო ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში ამოიყვანა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი სიკვდილი დადასტურდა.

სამართალდამცავები შემთხვევის მიზეზებს იძიებენ.

onalem

ტესტ