fbpx
კრიმინალი

ნეა სმირნი: მამაკაცმა დედა მოკლა, გვამს კი სახლში სამი დღე ინახავდა

მისი პირველი სიტყვები ასეთია: “მე ის მოვკალი, რადგან საჭმელში წამლებს მიყრიდა.”

დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ მთელი საბერძნეთი შეძრა. 38 წლის მამაკაცმა საკუთარი დედა დანით მოკლა, ხოლო შემდეგ პიცის  მისართმევად წავიდა.

კერძოდ, მკვლელობა 7 მაისს, შუადღეს მოხდა. ამის შემდეგ კი, მამაკაცმა ჩვეულებრივ რეჟიმში ცხოვრება განაგრძო, ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ის გარეთ გავიდა და პიცა შეუკვეთა.

ცნობილია, რომ დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდა. 38 წლის მამაკაცი გრძელ მუქ თმას ატარებს, მთელი ცხოვრების მანძილზე არასოდეს უმუშავია და არ ჰქონია არცერთი ურთიერთობა. ის ძალიან ჩაკეტილი, ინტროვერტი ადამიანია და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

როდესაც პოლიციის ოფიცერმა მას ჰკითხა, თუ რატომ ჩაიდინა საზარელი მკვლელობა, მან უპასუხა:

“იმიტომ, რომ საჭმელში წამლებს მიყრიდა. ის ამას აკეთებდა, რადგან ჩემი გონება ეკონტროლებინა და მეუბნებოდა, რომ ეს ჩემს სასიკეთოდ ხდებოდა.”

64 წლის ქალს 38 ჭრილობა, მკერდის, კისრისა და სხეულის დანარჩენ ნაწილებში აქვს მიყენებული. გარდაცვლილი ქალი სახლში სამი დღის მანძილზე იყო, ზუსტად იმ სავარძელში, რომელშიც საკუთარმა შვილმა მოკლა და ზუსტად იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც სული განუტევა.

მკვლელობის შემდეგ 38 წლის მამაკაცმა დანა გარეცხა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, როგორც თქვა, პიცის მისართმევად წავიდა.

ინციდენტის შესახებ შეატყობინეს მის ძმას, რომელიც მუდმივად საზღვარგარეთ ცხოვრობს, ხოლო მისი მამა ჯერჯერობით არ გამოჩენილა.

მამაკაცი ათენის უშიშროების დეპარტამენტში იმყოფება.

onalem

ტესტ