fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ნეა მაკრის სამკუთხედი: ვაგელის სტეფანაკის ფეის მკვლელობისთვის 20 წელი მიუსაჯეს

4 წლის წინ ნეა მაკრიში ვაგელის სტეფანაკის მიერ მიყენებული დაზიანებებისგან ფეი ბლახა გარდაიცვალა. 29 წლის მამაკაცი მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.

სასამართლომ აღიარა, რომ სტეფანაკისი გულწრფელად ნანობს საკუთარ დანაშაულს. ვინაიდან, მას შემდეგ, რაც 23 წლის გოგონა სასიკვდილოდ სცემა, მან თავად წაიყვანა საავადმყოფოში.

მოსამართლემ ვაგელის სტეფანაკის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა მიუსაჯა.

რაც შეეხება, გარდაცვლილის დას, რომელიც ასევე მკვლელობის თანამონაწილედ სცნეს, სასამართლოზე არ გამოცხადდა. პროცესზე მხოლოდ მისი ადვოკატი იმყოფებოდა. მარიალენა ბლახას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

onalem

ტესტ