fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ნეა ფილადელფია: 560 000 ევროს გაყალბებული საქონელი

გუშინ ნეა ფილადელფიას ტერიტორიაზე ფინანსური დანაშაულის ინსპექტორების მიერ შემოწმება ჩატარდა. მათ აღმოაჩინეს შენობა, რომლის პირველ სართულზე და სარდაფში დიდი რაოდენობით გაყალბებული საქონელი ინახებოდა.

პროდუქცია სხვადასხვა ცნობილი კომპანიების იმიტაცია იყო. თავიდან აცილებული გადასახადებისა და მოსაკრებლების რაოდენობა, გავრცელებული ინფორმაციით, 560, 000 ევროს აღემატება. კერძოდ, ჩამორთმეულია 229,100 საათი, 32,300 საფულე, 18,700 მზის სათვალე, 648 წყვილი ფეხსაცმელი.

ამავე ტერიტორიაზე იპოვეს ცნობილი ბრენდების ყალბი ეტიკეტები და სამარკო ნიშნები და მათი გადამამუშავებელი მოწყობილობები. ასევე ჩამორთმეულია მანქანა, რომლითაც საქონელი გადაჰქონდათ.

ოპერაციის დროს დააკავეს ჩინეთის მოქალაქე და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ფინანსურ მაქინაციაში ჩართულია კიდევ ერთი სხვა პირი, რომლის ვინაობასაც დაკავებული არ ასახელებს.

ყველა ჩამორთმეული ყალბი ნივთი განადგურდება.

onalem

ტესტ