საბერძნეთი: ნახევარ მეტრიანი თოვლი ტრიკალას პრეფექტურაში

საბერძნეთში, კერძოდ, ტრიკალას პრეფექტურაში, მთიან ტერიტორიებზე თოვლის სახით უხვი ნალექი ფიქსირდება.

ზღვის დონიდან 800 მეტრის ზემოთ თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრსაც კი სცდება, ვინაიდან ბოლო 24 საათის მანძილზე გადაუღებლად თოვს.

ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გზები შეძლებისდაგვარად გაათავისუფლოს.

როგორც აცხადებენ, დაბლობზეც, ისევე როგორც მაღლობ ტერიტორიებზე, უხვი ნალექია, ასევე მოიმატა მდინარის დონემ, თუმცა, სიტუაცია კონტროლირებადია.

melano

ტესტ