fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ნავაგიოს სანაპიროზე ჩამონგრეული კლდე 5, 000 კუბურ მეტრს უდრის – საშიშ ზონაშია კიდევ 7 სანაპირო

კუნძულ ზაკინთოზე დღეს შუადღეს მომხდარი ინციდენტი ახალი ამბების მთავარი თემაა. ბერძნული მედიის ცნობით, ცნობილ ნავაგიოს სანაპიროზე ჩამონგრეული კლდის მოცულობა 5, 000 კუბურ მეტრს უდრის. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი. ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, 35 წლის ქალს ხერხემლის მოტეხილობა აღენიშნება.

ათენის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორის, ეფთიმიოს ლეკას განცხადებით, ნავაგიოს სანაპირო არ არის ერთადერთი, სადაც ასეთი შემთხვევა შეიძლება მომხდარიყო. ის ხაზს უსვამს, რომ საშიშ ზონაშია კიდევ 7 სანაპირო იონიის ზღვაში, სადაც მსგავსი სეისმური აქტივობაა.

ნავაგიოს ლაჟვარდოვანი სანაპირო დროებით დაკეტილი რჩება.

 

Δείτε αυτή τη δημοσίευση στο Instagram.

 

Rock slide @ shipwreck beach. Thankfully no one is hurt. Destroyed 2 small ⛵ though. #rickslide #rockfall #shipwreckbeach #justhappened

Η δημοσίευση κοινοποιήθηκε από το χρήστη Nathelie Meng (@nathelie0521) στις

onalem

ტესტ