‘National geographic’ ყველაფერი არც ისე შორსაა

აპრილის პირველი კვირიდან რუსთაველის მეტროსთან და „East Point“-ში საინტერესო და უცნაური „ოთახები“ გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, ისინი “Silknet“-ისა და „National Geographic Channel“- ის ერთობლივ კამპანიას ეკუთვნოდა, კამპანიის იდეა და შესრულება კი სარეკლამო კომპანია „Betterfly“- ს.

კამპანია გვიამბობს გადაცემაზე „The Story of God“ , რომლის წამყვანიც ყველასთვის საყვარელი ჰოლივუდის მსახიობი მორგან ფრიმენია. გადაცემა შემეცნებითია და სხვადასხვა ერების კულტურის, რელიგიისა და ცივილიზაციის უკეთ შესწავლას ეძღვნება. პრემიერა 4 აპრილს, „National Geographic Channel“ -ზე შედგა და 9 მაისამდე ყოველ ორშაბათს გავა ეთერში.
აღსანიშნავია, რომ „ Silknet“ და „National Geographic Channel“ თითოეულ მაყურებელს აძლევს შანსს მოიგოს საგზური მათთვის სასურველ ქვეყანაში. ამისთვის კი, საჭიროა უყურონ გადაცემას, ჩაერთონ გათამაშებაში, უპასუხონ შეკითხვებს გადაცემის შესახებ და დააგროვონ რაც შეიძლება მეტი სწორი პასუხი.გათამაშება 25 აპრილიდან დაიწყება. სპეციალურად გათამაშებისთვის შეიქმნა ვებ-გვერდი, რომლის შესახებაც ინფორმაცია „Silknet“-ის Facebook გვერდზე გავრცელდება.

კამპანიის მიზანია, ამ გადაცემის საშუალებით კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მსოფლიო ცივილიზაციების შესახებ, ჩაერთოს გათამაშებაში, მოიგოს საგზური და დარწმუნდეს, რომ “National Geographic”-თან ერთად ყველაფერი უფრო ახლოსაა.