fbpx
საზოგადოება

ნატალია ლიონაკი: ცნობილი მსახიობი კენიაში მონაზვნად აღკვეცეს (ვიდეო)

ცნობილი მსახიობი ნატალია ლიონაკი 14 აგვისტოს კენიაში მონაზვნად აღკვეცეს. მისი სახელი ფებრონია იქნება.

მის გვერდით მისი სულიერი მამა აპოსტოლო იყო. ცერემონიაზე, რომელიც კრეტელი წარმოშობის პატრიარქმა წარმართა, ნატალია ძალიან გრძელი თმით და თეთრი შესამოსელით იყო.

ნატალია ლიონაკიმ 31 წლის ასაკში გადაწყვიტა საერო ცხოვრება დაეტოვებინა და თავისი სიცოცხლე ღმერთისთვის მიეძღვნა. ამ გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო როგორც მისი კოლეგები და სატელევიზიო სივრცე, ასევე თეატრისა და კინოს საზოგადოება.

ამ დროისთვის უკვე და ფებრონია ცნობილი გახდა ისეთი სერიალებიდან, როგორებიც არის «Βέρα στο Δεξί», «40 Κύματα», «Η Ώρα η Καλή».

ერთ-ერთ ფილმში გადაღებული ეროტიული სცენით მან განსაკუთრებული პოპულარულობა მოიპოვა.

 

onalem

ტესტ