fbpx
საზოგადოება

“ნასვამი ვიყავი, 60 კმ/სთ სიჩქარით მივდიოდი” – მძღოლი, რომელმაც 3 ადამიანი იმსხვერპლა

კიფისოს გამზირზე მომხდარი საზარელი ავარიის მიზეზი სატვირთოს მძღოლის სიმთვრალე გახდა, რომელმაც საჭეზე კონტროლი დაკარგა და საპირისპირო გზაზე გადავიდა. შედეგად, ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და შიგ მსხდომი 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 მამაკაცი ადგილზე, ხოლო ერთი ქალი მოგვიანებით, საავადმყოფოში.

რას ამბობს მძღოლი, რომელიც სატვირთოს მართავდა?! ის ამ დრომდე პერისტერის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. 64 წლის მამაკაცი ჩვენებას აძლევს:

“მეგობრის სახლში ვიყავი და ვერთობოდით. შემდეგ სხვა მძღოლმა დამირეკა და მთხოვა, მის ნაცვლად რეისზე მე წავსულიყავი. დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ღვინო მქონდა მირთმეული, თავს ფხიზლად ვგრძნობდი. 60 კმ/სთ სიჩქარით მივდიოდი.”

პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, აღმოჩნდა, რომ მამაკაცს სხვა დარღვევებიც აქვს. 2018 წლის 18 თებერვალს ის იგივე სატვირთოს კვლავ ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

64 წლის მამაკაცს შემდეგი დანაშაულებისთვის გაასამართლებენ:

– ავტოსაგზაო (უსაფრთხოების) დარღვევა

– მკვლელობა

– გარკვეული დაზიანებები უყურადღებობის ფონზე

– სერტიფიკატის უკანონოდ გამოყენება

– მანქანის მართვა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ბოლო ორი წლის მანძილზე რამდენჯერმე.

onalem

ტესტ