ნარცისი, ვარსკვლავი და… ფილანთროპი – CR7 – Georgians.gr

ნარცისი, ვარსკვლავი და… ფილანთროპი – CR7

◘ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა ბევრს იმედების გაცრუება, ბევრს კი გამართლება მოუტანა, პორტუგალიის გუნდს – ჩემპიონობა და დიდი წარმატება, ხოლო გუნდის წევრებს – დამსახურებული ჰონორარები.
.
როგორც უცხოელი ჟურნალისტები იტყობინებიან, პორტუგალიის გუნდის კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, გამარჯვებისთვის აღებული ჰონორარი, 275 ათასი ევრო, მთლიანად გადარიცხა კიბოთი დაავადებულ ბავშვთა დასახმარებელ ფონდში. როგორც გაირკვა, ეს მისთვის პირველი ქველმოქმედება არ არის და ევროპის ჩემპიონატის წინ, ბავშვთა დახმარების საქველმოქმედო ფონდში 465 ათასი ევრო გადარიცხა. ეს ჰონორარი კრიშტიანუ რონალდუმ 2015/16 წლის ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის ,,რეალის” გამარჯვებისათვის აიღო.
.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი ფეხბურთელი, უდიდეს თავმდაბლობას იჩენს და ყოველთვის ერიდება მის მიერ გაწეული ქველმოქმედებების აფიშირებას. როგორც გაირკვა, ჯამში, 31 წლის ფეხბურთელს 10 მილიონი ევრო აქვს გაღებული ქველმოქმედებისთვის და დამსახურებულად იკავებს პირველ ადგილს ქველმოქმედ სპორტსმენთა შორის.
.
2007 წელს კრიშტიანუ რონალდუს დედას მკერდის სიმსივნის გამო ოპერაცია დასჭირდა. გულისხმიერი შვილისთვის უცხო არ არის, რა მძიმე გზა უნდა გაიაროს ადამიანმა და მითუმეტეს ბავშვმა, სიმსივნის, ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად. დედის გამოჯანმრთელების შემდეგ, რონალდუ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ბავშვთა ფონდებთან. ზოგიერთი სკეპტიკოსი ამბობს, რომ ადვილია ქველმოქმედება, როცა ფული გაქვს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ღარიბმა ბიჭუნამ დიდი ნიჭით, უზარმაზარი შრომით და ჯანმრთელობის ფასად მიაღწია მწვერვალებს, სპორტის სახეობებს შორის ყველაზე პოპულარულ ფეხბურთში და ის, რომ ფეხბურთელები ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორსმენები არიან მსოფლიოში, ამაში ყველაზე დიდი წვლილი ამ სპორტის გულშემატკივრებს მიუძღვით, ყველაზე ნაკლები კი– ფეხბურთელებს.
.
.
მაშინ როცა, ფეხბურთის ცნობილი ვარსკვლავი ქველმოქმედებაშია ჩაბმული, მისი ყოფილი მეგობარი გოგონა, არანაკლებ ცნობილი ტოპ მოდელი, ირინა შეიკი ფოტოსესიითაა დაკავებული და ამ სამუშაოსთვის საკმაოდ დიდ ანაზღაურებასაც იღებს. სულ ცოტა ხნის წინ, ტოპ მოდელმა ამ ფოტოსესიის ერთი, საკმაოდ ,,ცხელი” ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაჩინა, რომელმაც ერთ დღეში 243 ათასი მოწონება შეაგროვა.
.
–––––––––––––––––––––
(“გოგონა მანდარინებით”)