fbpx
საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი: ”გამიმართლა, რადგან მარიამობას საბერძნეთში ვარ”

ამბობენ, რომ ორ დღესასწაულს უნდა შეხვდე საბერძნეთში. აღდგომას და მარიამობას. გამიმართლა, რადგან პირველზე უკვე ვიყავი და მეორეზე ახლა ვარ.

სოფელში დილიდან ისმოდა გასროლების ხმა. ტრადიციაა თურმე ასეთი. ლამაზად ჩაცმული ადამიანები ბედნიერი სახეებით, ერთი გზისკენ მიდიოდნენ.

ეკლესიის ეზო მორთული იყო ფერადი ბუშტებით. ეზოში სკამები იდგა. საღამოს ადგილობრივებმა იმღერეს და შეეცადნენ ტურისტებიც გაეხადათ სოფლის ტრადიციის მონაწილეები.

ეკლესია ჩვენზე მეტად და რუსულ ეკლესიაზე ნაკლებად მოჩუქურთმებულია. იმიტომ რომ ხატს ემთხვიონ აქაც რიგია. ამათი გალობა სიმღერას უფრო ჰგავს. კაცები “მღერიან”. სკამები დგას. “ამათი” ღვთისმშობელისთვის , როგორც ჩანს მთავარია არ იღლებოდე მასთან საუბრის დროს. ამიტომაც დასაჯდომი ყველასთვისაა.

ტურისტები მოკლე და ჭრელი “სარაფნებით არიან. ქართული ეკლესიისთვის უჩვეულო “სიშიშვლისთვის” მათ არავინ ყრის ეკლესიიდან. ყველაზე უჩვეულო მაინც ამ ხალხის სილაღეა. ყველა ზეიმობს. მღვდელიც კი, რომელიც თან იცინის და თან ლოცულობს.

ხატი ძალიან უცნაურია. (ნუ, ჩემთვის) აქაური ტრადიციის მიხედვით, დღეს ამ ხატის ქვეშ ვინც გაივლის ჩაფიქრებული სურვილი შეუსრულდება:)

საბა ემზადება ამ ამბისთვის.🙂 ჩამოსვლისთანავე პოსეიდონთან არკვევს ურთიერთობას და სავარაუდოდ სურვილიც მას უკავშირდება. მხოლოდ საბერძნეთში შეიძლება ღვისმშობელს პოსეიდონთან ურთიერთობის გარკვევა სთხოვო:)

ყველაზე მთავარია რომ აქ, დღეს, შენთან ერთად ვარ, მარიამ.

პ.ს. Irma Dreger მადლობა ამ სამოთხისთვის, რომელიც ჩემი მოკრძალებული აზრით, ზაფხულში მხოლოდ საბერძნეთშია. მადლობა ამ დღეებისთვის, მადლობა მეგობრობისთვის.

ხურდას გადავაგდებ, უკან რომ დავბრუნდე.  

onalem

ტესტ