შალვა ნათელაშვილი ბათუმშია: ჩამოვედი და მზემ გამოანათა, წარმოიდგინეთ ხელისუფლებაში რომ მოვალთ, როგორი მზე გამოანათებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბათუმში ერას მოედანზე ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა:

“მეგობრებო, დიდი გამარჯვებები მინდა ვუსურვო აჭრასა და ბათუმს. ჩამოვედით და მზემაც გამოანათა და თქვენ წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, როგორი მზე გამოანათებს საქართველოსთვის და როგორი გამარჯვების ვარსკვლავი აიწევა ზეცაში. ეს აუცილებლად ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენ 8 ოქტომბერს და ისტორიულ მოუსავლელზე გავუშვათ ივანიშვილის ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი”.

ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილს თაღლით უწოდა და მოუწოდა მოსახლეობას, არ აპატიონ მას “ცრუ დაპირებები”.

წყარო