მწვავე პოლიტიკური კრიზისი საბერძნეთში და ვარუფაკისის ახალ/ევროპული ოცნება

მაშინ, როდესაც ათენის საფონდო ბირჟაზე „თავისუფალი ვარდნაა“, ქვეყნიდან უცხოური ინვესტიციების ინტენსიური გადინებით, მაშინ, როდესაც ელადა შუაზეა გახლეჩილი აგრარ/მეწარმეთა საგზაო პიკეტებით (ქვეყნის სატრანსპორტო პარალიზებითა და ათასობით სატვირთო ავტომანქანის უზარმაზარი კოლონების შექმნით), ხოლო თვით მოპიკეტეები ამ პარასკევს საკუთარი ტრაქტორებით „სინდაგმის“ დაპყრობასაც კი გეგმავენ, მაშინ, როდესაც ხელისუფლების პრეს–ატაშე, ოლგა გეროვასილი მოპიკეტეების საპასუხოდ აცხადებს, რომ შეუძლებელია ნულოვანი ბაზისიდან მათთან მოლაპარაკებების დაწყება (ანუ, ახალი სადაზღვეო კანონპროექტის აბსოლუტური გაუქმება არ გამოვაო) და საგზაო პოლიციას ქალაქის ცენტრის დაცვისაკენ მოუწოდებს, ტრაქტორთა შორეულ მისადგომებთან შეჩერებით (რაზეც სამართალდამცავთა პროფკავშირების წარმომაგდგენლები უარს აცხადებენ – მშრომელ და მართალ ადამიანებზე ხელს როგორ აღვმრთავთო), მაშინ, როდესაც სკოპიელები საბერძნეთთან საზღვრის ყრუდ დაშტამპვას ახორციელებენ, ახალი, 37კმ. სიგრძის კედლის აღმართვით (ცენტრალურ–ევროპული ქვეყნების გამხნევებით), ხოლო NATO ლტოლვილთა საკითხში თურქეთის დახმარებისათვის ემზადება (საბერძნეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხით), ანუ მაშინ, როცა ხელისუფლების აბსოლუტური არაადექვატურობის და ვაკუუმის ფონზე, საბერძნეთში „ტის პუტანას გინეტე“ ( „ანარქისტ მეძავთა დღეობაა“), ბერლინის თეატრ «Volksbühne» –ს დიდ დარბაზში ამ საღამოს ანშლაგია  მოსალოდნელი,  ყველა ბილეთის კვირეების წინ გაყიდვით (sold out) და ასეულობით ჟურნალისტის დაუოკებელი მოლოდინით…

Ο υπουργός Οικονομικών Γιάννης Βαρουφάκης μιλάει κατά την παρουσίαση των νέων γενικών γραμματέων του Υπουργείου Οικονομικών, Αθήνα, Τετάρτη 4 Μαρτίου 2015. ΑΠΕ-ΜΠΕ/ΑΠΕ-ΜΠΕ/ΣΥΜΕΛΑ ΠΑΝΤΖΑΡΤΖΗ


იანის ვარუფაკისს, შესაძლოა, ბრალი დაედოს ქედმაღალობაში (υπεροψία), გულუბრყვილობაში (αφέλεια), თავშეუკავებლობაში (ασυγκράτητος), მაგრამ ერთ რამეში ბადალი არ ჰყავს და ეს მისი ქარიზმატიული დეკლამატორის შარმია. ტყუილად როდი უწოდა მას, შარშან აგვისტოში, თანაპარტიელმა და მაშინდელმა დეპუტატმა ელენი ავლონიტუმ (განრისხებულმა და ირონიულად – პირს ვერ აჩერებს და ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე 5 ინტერვიუს აძლევს, ყველაზე და ყველაფერზეო) „პოლიტიკური სცენის ალიკი ვუიუკლაკი“ და ეს საღამოც (და გუშინდელი შუადღეც, როდესაც იგივე თეატრის მცირე დარბაზში შედგა წინასწარ წარდგინება) მისი ბენეფისია (არ ვიცი, რამდენად შემთხვევითაა შერჩეული თეტრალური სცენაც, პრეს–კონფერენციისთვის). დღეს საღამოს საბოლოოდ დასრულდება პრეზენტაცია ახალი, სრულიად/ევროპული მომდინარეობისა, ევროპის გა–დემოკრატიულებისათვის (Diem25, Democracy in Europe Mouvement – “მოძრაობა ევროპის დემოკრატიისათვის”, ხოლო რიცხვი “25” სიმბოლურ 2025 წელს აღნიშნავს – თარიღს, რომლისთვისაც მოძრაობას მიზნისთვის უნდა ჰქონდეს მიღწეული).

971935_m1w640q75v28470_20160209122533684

სახუმარო ამბავი არ გეგონოთ (მიუხედავად იმისა, რომ თვით ვარუფაკისი მოძრაობას რეალისტურ უტოპიას უწოდებს, მეორანაირად) – მიმდინარეობის მანიფესტი, გერმანული მემარცხენე პარტიის, Die Linke –ს საპარლამენტო სპიკერის, ვოლფგანგ გერგეს თქმით (რომელმაც, საკუთარი პარტიის სახელით, ყველანაირი დახმარება აღუქვა ახალ ნაკადს) კარლ მარქსის და ფრიდრიხ ენგელსის 1848 წელს გამოქვეყნებულ „კომუნისტურ მანიფესტს“ წააგავს, თავისი ლოგიკურობითა და პათოსით. მიმდინარეობის ძირითადი მიზანია ევროპის ხელმღვანელი ინსტანციების საჯაროობის მიღწევა, თვით Eurogroup–ის სხდომათა საჯარო ტელე/გადაცემებით და ყველა ფარული დოკუმენტის და ხელშეკრულების გამოქვეყნება, ევროპის ხელმძღვანელთა და ევროპის ხალხთა შორის კონტაქტისა და დიალოგის გაუმჯობესება (მასმედიის და სოციალური ქსელის მეშვეობით). როგორც მახვილგონივრულად (περιπαικτικά) აღუნიშანავს ფინელ ჟურნალისტ ქალს –” ვარუფაკისი შპიონის პროფესიის საბოლოოდ გაუქმებას აპირებს, ვგონებო“. ფარული ინფორმაციით, ვარუფაკისს დღეს ხორვატი ფილოსოფოსი სრეჩკო ხორვატი (გვარიცაა) და გერმანელი პოლიტიკოსი, ზემოთხსენებული Die Linke–ს „პარტაიგენოსე“ ოსკარ ლაფონტენი დაუმშვენებენ მხარს.

65C724BDD8966F87223DEB5E09A34E14
საბერძნეთის ყოფილ ეკონომიკის მინისტრს რომ ევროხელმძღვანელობაზე კბილები აქვს ალესილი, ეს არავისთვის არაა დამალული, მაგარმ ამჟამად ის ლოგიკურ/პოლიტიკურ ყალიბშიც სვამს საკუთარ მსოფლმხედველობას და წარმატებების მეტი რა უნდა უსურვო?! – თანამედროვე ევროპა, დემოკრატიულის და ორგანიზებულის გარდა (ეს ყველაზე უკეთ სირიიდან ლტოლვილთა საკითხისადმი მიდგომაში გამოჩნდა. ნუ დაგვაიწყდება საბერძნეთის ეკონომიური კრიზისის „მართვაც“ – ევროზონიდან გაგდების მუქარებითა და „ანაკონდა/მემორანდუმების“ თავს მოხვევით), ყველაფერს ჰგავს და ახალი ხედვა, სწორედაც რომ, სუფთა ჰაერის ნაკადივით იქნება მისთვის.

                 (ანუ, იქნებ ამ ბორდელში დრო მოვიდა ახალი სუტენიორისა?)