fbpx
კულტურა

მუზეუმის საერთაშორისო დღე საბერძნეთში – შესვლა უფასოა!

საბერძნეთის მუზეუმები მუზეუმის საერთაშორისო დღეს 18 მაისს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით უმეტეს მუზეუმში შესვლა და სხვადასხვა ღონისძებებზე დასწრება მთელი კვირის გამავლობაში უფასოა.

კულტურული აქტივობები, გიდის მომსახურება, გამოფენები და საგანმანათლებლო პროგრამები – ეს ის ყველაფერია, რაც ამ დღესასწაულთან დაკავშირებით კუტურის სამინისტრომ დაგეგმა.

მუზეუმის საერთაშორისო დღე 40 წლის წინ დაინიშნა და გასულ წელს დღესასწაული 145  ქვეყნის 35,000-მდე მუზეუმმა აღნიშნა.

საბერძნეთის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აკროპოლის მუზეუმი ამ დღეს 18 მაისს, ხუთშაბათს აღნიშნავს. მუზეუმი იმუშავებს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე და შესვლა უფასო იქნება.

onalem

ტესტ