მუზალასი: ლტოლვილები მიიღებენ თანხებს, რათა იქირაონ საცხოვრებელი

შეიქმნა საპილოტე პროგრამა გადატვირთული ბანაკებში მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

გაერთოს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პრესკონფერენციაზე, საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრმა იანის მუზალასმა საუბრა გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ლტოლვილების განსახლებას თესალიის ტეროტირიაზე.

საპილოტე პროგრამა ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიქმნა და მოიაზრებს, რომ ლტოლვილებმა მიიღონ დახმარება ნაღდი ფულის და არა საკვების სახით.

ადგოლობრივ ბერძნებს საშუალება ექნებათ გააქირავონ საკუთარი ბინები, დაახლოებით 10 000 ლტოლვილზე, რომლებიც ამ პროგრამაში 2017 წელს მიიღებენ მონაწილეობას. მომავალ წელს კიდევ 10,000 ლტოლვილის დახმარება იგეგმება. პრიორიტეტი მიენიჭებათ ოჯახებს და მათ, ვინს თავშესაფარს ითხოვს.

ამჟამად 40,000 ადამიანი 40 ბანაკში ცხოვრობს. ამრიგად, მთავრობის მიზანია ადამიანების რაოდენობა შეამციროს 500 თითოეულ ბანაკში, ბანაკების რაოდენობა კი შეამციროს 17-20-მდე.