fbpx
საზოგადოება

“მუქარა ვერ შემაშინებს” – ბერძენ ქალს, რომელიც მიგრანტებს აჭმევს, ტელეფონით ემუქრებიან

მარია მაკროიანი ბერძენი ქალია, რომელიც მეუღლესთან ერთად კუნძულ სამოსზე ცხოვრობს და უსახლკარო ლტოლვილებსა და მიგრანტებს ყოველდღიურად საკუთარ რესტორანში აჭმევდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი, მის მობილურზე დარეკვა დაიწყეს და მუქარის ფონზე, აიძულებდნენ კეთილშობილური საქმისთვის თავი დაენებებინა: “შეწყვიტეთ ლტოლვილების დახმარება, თორემ ინანებთ.”

რა მოხდა შემდეგ? 

ამის შემდეგ მაკროიანმა გადაწყვიტა რესტორანი საერთოდ დაეხურა. თუმცა, არა იმიტომ, რომ მუქარის შეეშინდა და მშიერი ხალხის გამოკვება შეწყვიტა, არამედ, მან ამის კეთება საკუთარ სახლში განაგრძო და ახლა “დედა მარიას” კარი უცხოელი მიგრანტებისთვის მუდამ  ღიაა. ასე მას სწორედ ილტოლვილები ეძახიან.

მაკროიანების ოჯახს უამრავი წევრი ჰყავს…

“ბევრს ვაკეთებდი, მაგრამ არ ვიღლებოდი. რომც არაფერი გვქონდეს, ჩვენ მაინც გავცემდით ჩვენს სიყვარულს. მუქარა ვერ შემაშინებს, შევწყვიტო მათი გამოკვება. მე მათ ყოველდღე ველოდები და ეს სიხარულით მავსებს.”

onalem

ტესტ