fbpx
საზოგადოება

“მუდმივად უნდა ჩაგეყვინთა, რომ ცეცხლი თავზე არ მოგდებოდა” – რას ამბობს მატის ხანძარს გადარჩენილი ქალი

“როგორც ხედავთ, წყალში გადავხტი. ფეხსაცმელიც კი არ მაქვს.”

მატის ხანძარს გადარჩენილი მოსახლეობა ერთმანეთზე უფრო სულისშემძვრელ ისტორიებს ჰყვება, თუ როგორ დააღწიეს თავი მომაკვდინებელ ცეცხლს. ერთ-ერთი ქალი ჰყვება 26 ადამიანზეც, რომელიც ერთად დაიწვა, რადგან სანაპიროსთან ჩაიკეტნენ.

“ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ზღვისკენ არ არის ჩასასვლელი. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ იქ იყო მიწის ნაკვეთი, რომელსაც პატარა კარი აქვს. მათ ეს კარი, ალბათ, ვერ დაინახეს. ამის დრო არ ჰქონდათ.

ჩვენ კარი გავაღეთ და ბევრი ადამიანი წავიდა ამ გზით ზღვისკენ. მაგრამ იმ 26 ადამიანისთვის უკვე გვიანი იყო.

ცეცხლი ჩემს უკან სამი მეტრის დაშორებით იყო. როგორც ხედავთ, წყალში გადავხტი. შიგნით ჩავხტი, ფეხსაცმელიც კი არ მაქვს,” ამბობს ქალი.

“მუდმივად უნდა ჩაგეყვინთა, რომ ცეცხლი თავზე არ მოგდებოდა.”

onalem

ტესტ