fbpx
საზოგადოება

მუდმივ ემიგრაციაში 500,000 ბერძენი იმყოფება

ICAP-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც 1,268 საზღვარგარეთ წასული ბერძენი იღებდა მონაწილეობას, აღმოჩნდა, რომ მათგან 68%-ს მაღალი დონის პროფესიული მომზადება აქვს გავლილი. ისინი ქვეყნიდან წავიდნენ, რათა კრიზისიდან დაეღწიათ თავი.

ემიგრაციაში სულ უფრო და უფრო მეტი ბერძენი მიდის. 500,000 ახალგაზრდა პროფესიონალმა ქვეყანა დატოვა, რათა ეპოვა უკეთესი სამუშაო და უკეთეს ეკონომიკურ პირობებში ეცხოვრა. საბერძნეთის მოქალაქეებისთვის ინგლისი ყველაზე სასურველი ქვეყანაა. თუმცა, ბევრი მათგანი ირჩევს ამერიკას, ავსტრალიასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს.

გამოკითხვის მიხედვით, ბერძნები უმეტესად ემიგრაციაში მიდიან, რადგან საკუთარ სამშობლოში სამსახური დაკარგეს, მათთვის აუტანელია ქვეყანაში გამეფებული კორუფცია ან ვერ უძლებენ ფაქტს, რომ არ აღიარებენ მათ სამუშაო უნარებსა და გამოცდილებას. განსაკუთრებული იმედგაცრუება აქვთ მათ, ვინც მაღალი დონის პროფესიონალია და ამას საზღვარგარეთ ბევრად უფასებენ, ვიდრე საბერძნეთში.

ბერძენი ემიგრანტების 45% ფიქრობს, რომ სამშობლოში არ დაბრუნდება, რადგან მათ არ სჯერათ, რომ რაიმე შეიცვლება და ქვეყანაში მალე კარგი პირობები შეიქმნება.

კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ ბერძნები 35 წლის ქვემოთ, რომლებიც არ არიან დაქორწინებულები და აქვთ მაღალი დონის პროფესიული უნარები.

onalem

ტესტ