fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მთავრობა მენიდიში ბოშებისთვის სოციალური ინტეგრაციის ზომებს აცხადებს

16 ივნისს მთავრობამ განაცხადა, რომ მენიდის გარეუბანში ბოშური წარმომავლობის საზოგადოებისთვის სოციალური ინტეგრაციის ზომებს მიიღებს. ეს ყველაფერი მიმართულია კრიმინალის დაძლევისკენ.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ახარნონისა და ატიკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები. მათ წარადგინეს გეგმა, რომელიც მოიცავს ბოშებისთვის უკეთესი სოციალური პირობების შექმნას: განათლება, დასაქმება, სპორტულ აქტივობებში ჩართულობა, ჯანდაცვის სისტემასთან წვდომა.

მათ ასევე ისაუბრეს გეგმაზე, რომელიც გულისხმობს იარაღის ტარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოს შეცვლას. ეს ცვლილებები მენიდიში 11 წლის ბიჭის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც სკოლის ეზოში სწავლის დასრულების აღსანიშნავ ცერემონიაზე შემთხვევით ტყვიას ემსხვერპლა.

მთავრობის მიერ მიღებული ზომები შემდეგია: სკოლებში სოციალურ მუშაკთა დახმარება, საგაკვეთილო პროცესის გაზრდა, რომელიც მოიაზრებს მთელი დღით სკოლაში ყოფნას. ცვლილებები ასევე შეეხება სკოლის შემდგომ პერიოდს – განათლების ხარისხის გაზრდას და სხვა სახით მიწოდებას. ამ გზით მათ არ მოუწევთ უნივერსიტეტებში გამოცდების გავლა.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ გარეუბანში საჭიროა სხვადასხვა ვაქცინების მიწოდება და ასევე მრავალი სხვა სერვისით უზრუნველყოფა.

onalem

ტესტ