fbpx
საბერძნეთი

მსოფლიოში ცნობილი ადამიანები დასვენებისთვის საბერძნეთს ირჩევენ!

საბერძნეთი წლიდან წლამდე მსოფლიოში ცნობილი ადამიანების, მსახიობების, ოლიგარქების, არაბი შეიხების ყურადღების ცენტრში ხვდება. 2017 წელიც არ ყოფილა გამონაკლისი.

ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი კუნძულ სიფნოსს ეწვია. ცნობილი ტელე-სერიალის ”Prison Break”-ის მსახიობი ამორე ნოლასკო მიკონოსზე ისვენებდა, თანაც უკვე მესამედ, ხოლო მსოფლიოში ცნობილმა მოდელებმა ქენდალ ჯენერმა და ბელა ჰადიდმაც ქარების კუნძულზე შეაჩერეს არჩევანი.

სკოპელოსს პატივი ჰქონდა ბაჰრეინის დედოფალ საბიკ ბინტ იბრაჰიმ ალ-ხალიფასთვის ემასპინძლა, სამეფო ოჯახთან ერთად. ისინი კუნძულზე რამდენიმე დღის წინ მდიდრული იახტით My Alwaeli  ჩავიდნენ.

ასევე სკოპელოსზე ისვენებდა კატარის შეიხი, რომელმაც საბერძნეთში ვიზიტი სხვა არაბულ ქვეყნებთან რთული პოლიტიკური ვითარების გამო გადაწყვიტა.

ყველა ჩამოთვლილთან ერთად აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ბირტანეთის პრინცის, ჩარლზის ვიზიტი.
პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა კუნძულ კორფუზე ჩავიდნენ და როტშილდების აპარტამენტებში დაბინავდნენ.

როტშილდების სახლი ქალაქ კორფუდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ის კუნძულზე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ საცხოვრებელ ადგილად ითვლება, თავისი ჩანჩქერებით.

onalem

ტესტ