მშვიდობით, ინგლისო ! – Georgians.gr

მშვიდობით, ინგლისო !

გამოქვეყნდა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ევროკავშირში დარჩენა/არდარჩენის შესახებ კრიზისული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები. ღამეული, ხმების დათვლის ჭეშმარტი “თრილერის” შემდეგ, ოფიციალურად, ინგლისი ევროპის გარეთაა – 51,8% – გასვლის მომხრის (17.410.742 ხმით) და 49,2% ანუ 16.140.141 საარჩევნო ფურცლით – ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა რაოდენობით. ნაიჯელ ფარაჯი და მისი UKIP დაუფარავად ზეიმობენ, 23 ივნისის ეროვნული დღესასწაულის დღედ გამოცხადების წინადადებით შემოდიან და პრემიერ–მინისტრს, დეივიდ კამერონს გადადგომისკენ მოუწოდებენ – “უკვე Brexit-ის პრემიერი გვჭირდება და არა Bremain–სო”. ნამდვილი კრახია საერთაშორისო სავალუტო ბირჟებზე – ტოკიოს სავალუტო ბირჟაზე NIKKEI 225 –ის მაჩვენებელმა დიდი ვარდნა განიცადა 6,81% –ით და  15.131,97 ერთეულზე დაფიქსირდა. არანაკლებ სავალალო მდგომარეობაა სამხრეთ კორეის და შანხაის ბირჟებზე (ფინანსური დღე ხომ აღმოსავლეთიდან იწყება). ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი დეივიდ კამერონთან დილიდანვე უწყვეტ სატელეფონო კავშირში არიან, მაგრამ ეს საქმეს უკვე ვეღარ უშველის – დიდმა ბრიტანეთმა ევრო/დამოუკიდებლობის გზა ამოირჩია – ნაბიჯი ლოგიკის დეფიციტით, როგორც საერთაშორისო ფინანსურ–პოლიტიკური შემფასებლები საზღვრავენ. აუდიტორული კოლოსი Standard & Poor’s აცხადებს, რომ ინგლისს შეფასება AAA ჩამოერთმევა. მატულობს ქვეყნის შიდა/დაპირირსპირებაც – შოტლანდიელ ამომრჩეველთ 63%–მა ევროპაში დარჩენას დაუჭირა მხარი და ახლა ისევ “აგორებენ” ინგლისიდან გამოყოფის ტალღას. ფუნტი სტერლინგი ევროსთან მიმართებაში თავისუფალ ვარდნაშია. ამ ფონზე ყველაზე ზომიერი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებაა –,,სიტუაციას პანიკის გარეშე უნდა დავუპირისპირდეთ”–ო.

image bremain100 

21636033_Britain_Election_JPEG_07846.limghandler (2)


25807295_16771185.limghandler
20718215_Standard_Poors_Settlement_JPEG_08e34.limghandler