fbpx
საბერძნეთი

მშვენიერი მსოფლიო თუ ბერძნული მითოლოგიის ღმერთების საჩუქარი

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივი მხოლოდ სხვაგან და სხვებთან ხდება, თუ თქვენ არ ხართ ზღაპრების მოყვარული, იმიტომ რომ ეს რეალური არ არის, მაშინ ჯერ არ აღმოგიჩენიათ Sani-ს კურორტი, რომელსაც საფუძველში პირველი ქვა, სავარაუდოდ, ბერძნული მოთოლოგიის რომელიმე ღმერთმა ჩაუდო, რადგან ხალკიდიკის პეიზაჟები მოეწონა.

დღესდღეობით Sani Resort ერთგვარი პირადი ნაკრძალია, ედემის ბაღით, რომელშიც შენარჩუნებულია ყველანაირი სილამაზე: მარადმწვანე მცენარეები, ზეთისხილის ჭალები, თეთრი ქვიშა და ეგეოსის ზღვის გამჭვირვალე კრისტალური წყალი. საბოლოო კომფორტს კი დახვეწილი და სრულყოფილი მომსახურება ქმნის.

Sani Resort-ის ფილოსოფია არა მხოლოდ კარგი დასვენებაა, არამედ თითოეული სტუმრის სურვილების შესრულება. ეს ადგილი იდეალურია ახალგაზრდების კამპანიაში დასვენებისთვის და ასევე დასვენებისთვის, ოჯახთან ერთად. ბავშვებზე ზრუნვისთვის (მშობლებს შეუძლიათ ამ დროს დაისვენონ) ეს კურორტი უნაკლოდ არის მოწყობილი.

მსოფლიოში ცობილი ბრიტანული საბავშვო კომპანიის მასწავლებლები, რომელთაც ბავშვებზე ზრუნვის 20 წლიანი გამოცდილება აქვთ, სასტუმროებში არიან განაწილებული და ადვილად ნახულობენ საერთო ენას ბავშვებთან, სთავაზობენ მათ სხვადასხვა გართობის საშუალებებს: მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერებას, მინი ოლიმპიურ თამაშებს სანაპიროზე, აუზში თამაშს, წყლის აერობიკას, ტურებს, პიკნიკს და ა.შ.

კურორტზე შეგიძლიათ იქირავოთ ნავი და წახვიდეთ თავგადასავლების საძიებლად. დაათვალიეროთ სხვადასხვა ქვაბულები, პატარა კუნძულები და ა.შ.
შემდეგ ესტუმროთ თეატრებს ღია ცის ქვეშ, სადაც ფერადი მუსიკალური შოუები იმართება.
ახალგაზრდებს დროის გატარება ყველაზე პრესტიჟულ Boussoulas სანაპიროზე ურჩევნიათ, სადაც არიან DJ-ეები, თქვენ უბრალოდ პლაჟზე წევხართ და თქვენთვის სასიამოვნო მუსიკას შეიგრძნობთ.

თუ კურორტზე სრული რელაქსაციისთვის ხართ ჩასული, სასტუმროებში შეგიძლიათ ყველანაირი სიამოვნება მიიღოთ.  აქ მუშაობენ ცნობილი ფრანგი კოსმეტოლოგები და შეგიძლიათ შეიძინოთ ნატურალური კოსმეტიკა, რომელიც ხორბლით, ზეითუნის ზეთით, ხორბლით და სხვადასხვა ვიტამინებითაა დამზადებული.

კურორტზე ჩასვლისას პირველივე დღეს ქრება დაღლილობა, პრობლემები და სტრესი. სტუმრები სიამოვნებას იღებენ სუფთა წყლით და სხვადასხვა გასართობი საშუალებებით. ადგილს აქვს განსაკუთრებული, მაგიური ძალა, მას შემდეგ, რაც აქ ოლიმპოს ღმერთები მზითა და ზღვით ტკბებოდნენ.

onalem

ტესტ