fbpx
საზოგადოება

“მრცხვენია, მაგრამ ეს ჩემი შვილების გამო გავაკეთე” – რას ამბობს დამლაგებელი ქალი

სასამართლოს მიერ მიღებულმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში მძაფრი რეაქციის ტალღა გამოიწვია. საუბრობდა ყველა, გარდა თავად დამლაგებელი ქალისა, რომელმაც მხოლოდ იმიტომ, რომ სამუშაო ეშოვა, სკოლის საბუთი გააყალბა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 5 კაციანმა საბჭომ მას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ქალი დუმილს არღვევს:

“ძალიან მრცხვენია, მაგრამ ეს ჩემი შვილების გამო გავაკეთე. არ მინდოდა ჩემი შვილები იმავე დაწესებულებაში გაზრდილიყვნენ, სადაც მე.”

ვოლოსის საბავშვო ბაღის დამლაგებელი, რომელიც საკუთარ საქმეს 18 წლის მანძილზე პატიოსნად ემსახურა, მადლობას უხდის ყველას, ვინც მის გვერდით დადგა და გამოექომაგა.

ცნობილი გახდა, რომ ქალი ბავშვთა სახლში გაიზარდა. მას 8 დედმამიშვილი ჰყავდა და აღნიშნული დაწესებულება 11 წლის ასაკში დატოვა, რის შემდეგაც ბებია-ბაბუასთან წავიდა საცხოვრებლად.

დაქორწინდა საკმაოდ ადრეულ ასაკში, რის გამოც, სკოლაში სიარული და დასრულება ვეღარ შეძლო. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა მას დაწყებითი განათლების დამადასტურებელი საბუთები.

მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღში სამუშაო იპოვა, ის ყოველდღე დადიოდა და საკმაოდ მძიმე საქმეს ასრულებდა. ახლა კი მას ამ ყველაფრის გამო მოუწია მოესმინა საკუთარი განაჩენი, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შემდეგ 10 წლით შეიცვალა.

onalem

ტესტ