fbpx
საბერძნეთი

“მოეხვიეთ თქვენს შვილებს ყოველდღე” – ქალი, რომელმაც ხანძარში ორი შვილი და ქმარი დაკარგა

“ძალიან მეშინია, მაგრამ შენ ნუ მოხვალ დედა, ყველაფერი ჩაკეტილია,” 11 წლის ბიჭის ბოლო სიტყვები.

მატის ხანძარს ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. ქალი, რომელმაც ორი შვილი და ქმარი დაკარგა, დაკარგა ყველაფერი… სიტყვის სრული მნიშვნელობით. 13 წლის გოგონა, ცეცხლს რომ გაქცეოდა, 15 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადახტა და გარდაიცვალა. მისი 11 წლის ძმა და 54 წლის მამა კი მოგვიანებით იპოვეს.

გადარჩა მხოლოდ მათი დედა, რომელსაც თავისი შვილი ეუბნებოდა, რომ დარჩენილიყო იქ, სადაც იყო.

ქალის სიტყვები სულისშემძვრელი და ამავე დროს, ძალიან დიდი სტიმული მომცემია:

“მე ვცდილობ ვიყო ისეთი, როგორიც ჩემი გოგონა. ის ყოველთვის უშიშარი იყო და ამას ყოველმხრივ ამტკიცებდა. ვიცი, გრიგორი ყველაფერს გააკეთებდა მათ გადასარჩენად, მაგრამ ის, რომ ვერაფერი შეძლო, მხოლოდ ღმერთის ნება იყო. მესმოდა ჩემი შვილის ხმა: “ძალიან მეშინია დედა, ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ მე გავძლიერდები და შენ, ნუ მოხვალ, დედა. მინდა მანდ დარჩე, სადაც ხარ. ყველაფერი ჩაკეტილია. ეს არ გააკეთო.”

მათთან მიახლოვებას 4 საათი  ვცდილობდი, მაგრამ ბოლოს როცა აღარაფერი შემეძლო, მივხვდი, რომ აღარ უნდა შევსულიყავი. სიტყვები არ მყოფნის. მე უბრალოდ ყველაფერი დავკარგე. გთხოვთ, მოეხვიეთ თქვენს შვილებს ყოველდღე.”

onalem

ტესტ