მოხუცები თესალონიკის ცენტრში ინტიმური კავშირით იყვნენ დაკავებულნი

უპრეცენდენტო შემთხვევა კვირას, თესალონიკის ცენტრში მოხდა.

thestival.gr-ის მიხედვით, თესალონიკის ცენტრიდან, კერძოდ ფილიპუსა და პლატონოს ქუჩების კვეთაზე, გამვლელები იტყობინებოდნენ, რომ მოხუცები სქესობრივი კავშირით იყვნენ დაკავებულნი. ეს კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და მათი დანახვა შეეძლო ნებისმიერ ადამიანს.

ადგილზე მისულ პოლიციას უსიამოვნო სანახაობა დახვდა. 70 წლამდე მოხუცები ქუჩაში, ტროტუარზე იწვნენ და თავიანთ “საქმეს” აგრძელებდნენ.

მათ დანახვაზე მამაკაცი წამოდგა, ქალი კი ნახევრად შიშველი დარჩა.

ოფიცრებმა მოხუცები გააფრთხილეს, ნუ გაიმეორებდნენ იგივე ქმედებას საჯარო ადგილებში.

აღმოჩნდა, რომ ორივე მოხუცი ბულგარეთის მოქალაქეა და საბერძნეთში კანონიერად ცხოვრობს, თუმცა, სახლ-კარი არ აქვთ.

 

melano

ტესტ