მოულოდნელი დასკვნა: ექსპერტმა ბავშვების სხეულზე ძალადობის კვალი ვერ იპოვა!

თავდაპირველად მთელი საბერძნეთი შეძრა გავრცელებულმა ამბავმა, რომლის მიხედვითაც კუნძულ ლეროსზე ბავშვებსა და ერთ-ერთ ზრდასრულ ვაჟს საკუთარი მშობლები აუპატიურებდნენ. თუმცა, ახლა ბევრად შოკისმომგვრელი დასკვნა გავრცელდა: სასტიკი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სხეულზე ექსპერტმა ვერანაირი სექსუალური შევიწროვების კვალი ვერ აღმოაჩინა.

რას ამბობს თავად ექსპერტი?!

“ექსპერტიზა ჩაუტარდა 14 წლის გოგონას, 24 წლის ვაჟსა და 10 წლის ბიჭს, რომელიც ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრია. მნიშვნელოვანია, თუ რას ამბობენ თავად ისინი და რას ამბობენ მშობლები, თუმცა, სხვა საკითხია რა აჩვენა შემოწმებამ. შედეგები ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა. არცერთი მსხვერპლის სხეულზე არ აღინიშნება დაზიანებები, რომლებიც სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიუთითებს. 

მათ ასევე არ აღენიშნებათ ფიზიკური ძალადობის კვალი, თუნდაც, წარსულში განცდილი.”

აღსანიშნავია, რომ არსებობს რამდენიმე გარემოება, რომელიც უამრავ კითხვას აჩენს:

  1. მშობლები ყვებიან იმ “სიამოვნებაზე”, რომელსაც ბავშვების გაუპატიურების პროცესში იღებდნენ. ამბობენ, რომ ისინი სარგებლობდნენ 24 წლის ვაჟის მდგომარეობით, რომელიც გონებრივად ჩამორჩენილია. ცხადია, მათი ჩვენებები ექსპერტიზის დასკვნებთან წინააღმდეგობაში მოდის.

2. ასევე ცნობილია, რომ 14 წლის გოგონა გასულ წელს საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა, მაშინაც, ექიმებმა ვერაფერი შენიშნეს და ბავშვი მონსტრი მშობლების ხელში დაბრუნდა.

3. ბავშვები მათ მიერ განცდილ კოშმარზე თავად ჰყვებიან.

4. 27 წლის ვაჟი ოჯახიდან წავიდა, რადგან მოძალადე მშობლებს ვეღარ გაუძლო. ისიც ადასტურებს, რომ დედ-მამა მათ მუდმივად სცემდა და აუპატიურებდა.

melano

ტესტ