სანიკიძე: არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარების რამოდენიმე მცდელობა მე ჩავშალე

“არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარების რამოდენიმე მცდელობა ჩავშალე მე პირადად. არაბულ ქვეყნებში აპირებდნენ აფხაზეთის აღიარებას. მე ამ ქვეყანას ვემსახურები. ფორუმი აკეთებს ამ საქმეებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჩაგვერთო ეს აღიარებული იქნებოდა უკვე. ხელისუფლებამ იცოდა. მე რომ ქვეყანა დავასახელე სადაც ეს ხდებოდა, რუსები მიხვდებიან და პირებს შეექმნებათ პრობლემები. პრემიერმა იცოდა ეს ყველაფერი. მაშინ პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან ბევრი მეგობარი ყავს საქართველოს ახლო აღმოსავლეთში. ქართულ პარლამენტს ახლო აღმოსავლეთში გაცილებით დიდი მიღწევები აქვს ვიდრე მთავრობას. ”