fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

მოსახლეობის ევაკუაცია კუნძულ ზაკინთოზე: დამწვარია საცხოვრებელი სახლები

კუნძულ ზაკინთოზე არსებულ პატარა სოფელ ანაფონირიტრიაში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, ვინაიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას ემუქრებოდა.

ალი შაბათს, შუადღის 12:00 საათისთვის წარმოიქმნა და ძლიერი ქარის გამო უკონტროლოდ გავრცელდა. ხანძარს მეხანძრეთა და მოხალისეთა ჯგუფები ებრძოდნენ.

საშინელი ცეცხლისა და კვამლის სიმაღლე თავდაპირველად 10 მეტრს აღწევდა, გამომდინარე აქედან გაჩნდა საშიშროება, რომ ხანძარს ვერ გააკონტროლებდნენ და ის მალე მიაღწევდა დასახლებულ პუნქტებამდე.

დაახლოებით 14:30 საათზე ხანძარმა რამდენიმე მაღაზია და სახლი გაანადგურა. ხოლო ვის სახლებსაც, იმ დროისთვის საფრთხე არ ემუქრებოდათ, სასწრაფოდ დატოვეს ტერიტორია.

onalem

ტესტ