მოსალოდნელი უამინდობა საბერძნეთში

მომდევნო 24 საათში საბერძნეთში ამინდი საგრძნობლად შეიცვლება. ეს ძირითადად ეხება ეპირუსის, დასავლეთ სტერეას, იონისს კუნძულებსა და დასავლეთ პელოპონესს. წვიმა გავრცელდება ცენტრალურ საბერძნეთშიც.

აღნიშნული პროგნოზი ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა პარასკევს შუადღეს გამოაქვეყნა. მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი.

ასევე იწვიმებს სტერეას ცენტრალურ ტერიტორიაზე, ცენტრალურ მაკედონიასა და თესალიაში.

მეტეოროლოგთა განმარტებით, ამინდის გაუარესება დროებითია და ხვალ საღამოდან კვლავ დასტაბილურდება.