fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

მორიგი მიწისძვრა ლესვოსზე – 4,3 ბალი

დღეს ლესვოსზე, მორიგი მიწისძვრა 07:35 საათზე დაფიქსირდა. მისი ძალა 4,3 ბალი იყო. ეპიცენტრი პლომარიდან 12 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო მისი სიღრმე 5 კილომეტრია.

მიწისძვრები ბერძნულ კუნძულზე გრძელდება – 14 ივნისი, 07: 35 წუთი.

გეოდინამიკოსების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვის ტერიტორიაზე იყო. როგორც პროფესორები ამბობენ, ეს შესაძლოა, ბოლო არ არის და მოსალოდნელი ბიძგების სიძლიერე 5 ბალამდე იქნება.

ლესვოსის ასობით მცხოვრები სახლის გარეშე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარით არა მხოლოდ საბერძნეთი, არამედ თურქეთიც შეშფოთებულია.

ბოლო ორი დღის მანძილზე სეისმოლოგებმა 4 ბალიანი ბიძგები 250-ჯერ დააფიქსირეს.

onalem

ტესტ