fbpx
კრიმინალი

მორიგი ინციდენტი მენიდიში

კვირას საღამოს მენიდიში მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ხელისუფლებისთვის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა.

გარეუბნის მატარებელს, მენიდი-ხალკიდა, გაურკვეველ ვითარებაში ცეცხლი გაუსხნეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მიყენებული დაზიანებები (ძირითადად ხვრელები) ცეცხლსასროლი იარაღის შედეგია.

პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, თუ რა გზით დაზიანდა მატარებელი, იყო ეს ნამდვილად იარაღი, თუ ვიღაცამ ვაგონს ქვები ესროლა. მიმდინარეობს დამნაშავეთა ძებნის პროცესიც.

ცნობილია, რომ დაზიანებულ ვაგონში 20 ადამიანი იჯდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

onalem

ტესტ