fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მონასტირაკი: Star-ის ჟურნალისტი სამინისტროში ძალადობის მსხვერპლი გახდა

ინციდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მონასტირაკზე მოხდა, სადაც ტელეკომპანია Star-ის ჟურნალისტი საკუთარი დაბადების მოწმობის სათარგმნელად მივიდა, რადგან ეს კანადური პასპორტის ასაღებად სჭირდებოდა. მარია ცილიკინუ აცხადებს, რომ ის თავის რიგს მოთმინებით ელოდებოდა, შემდეგ კი სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუახლოვდა და ჰკითხა: “რა გინდა?”

როგორც კი მარიამ უპასუხა, თუ რისთვის იყო იქ მისული, მამაკაცმა უთხრა, რომ მას არ მოემსახურებოდნენ და წასულიყო და თავისი საქმე ეკეთებინა.

შელაპარაკებისას სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ქალი ამბობს, მამაკაცმა მას ხელები ყელში მოუჭირა და იქიდან გააგდო. ის გაოგნებული იყო მაღალი თანამდებობის პირის ასეთი ქცევით.

ამის შემდეგ ორივე მათგანი ომონიის პოლიციის განყოფილებაში წავიდნენ საჩივრის დასაწერად.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტის საჩივრის გამოძიება მოითხოვა.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ