fbpx
საზოგადოება

მონასტირაკი: ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია – მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ!

ამინდის უეცარმა ცვლილებამ, როგორც უკვე ცნობილია, პრობლემები მთელ საბერძნეთში შექმნა. ყველაზე კრიტიკული ფაქტორია ქარი, რომლის ძალაც უკვე 10 ბალს აჭარბებს და ზოგიერთ ტერიტორიაზე ამის გამო ხეები ძირს ცვივა. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ათენის ცენტრი, მონასტირაკი, სადაც მუდმივად ხალხმრავლობაა.

Protothema.gr ავრცელებს ვიდეოებს, თუ რა ვითარებაა ამ დროისთვის.

საბედნიეროდ, ხეების წაქცევის მომენტში ადამიანები მათგან შორს იმყოფებოდნენ და არავინ დაშავებულა, თუმცა, არსებობს რისკები, რომელთა გამოც, ხელისუფლება მოსახლეობას ფრთხილად გადაადგილებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი შემთხვევა მოხდა კამატეროშიც, სადაც მცირეწლოვან სკოლის მოსწავლე ბიჭს კინაღამ ხე დაეცა.

onalem

ტესტ