მომღიმარი პრემიერი თესალონიკში – გამოფენა, სადაც ქართული კომპანიებიც არიან მიწვეული

საბერძნეთის პრემიერი თესალონიკს ეწვია და  ΔΕΘ-Helexpo-ს პრეზიდენტს, ტასოს ძიკასს მისალმა.

თესალონიკის საერთაშორისო გამოფენა 2017 წლის 9-17 სექტემბერს იმართება, რომელსაც ”SIRIZA”-ს სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.

გამოფენა “TIF” მონაწილეობის მისაღებად იწვევს ქართულ კომპანიებსაც. პარალელურად  დაგეგმილია სხვა  ღონისძიებებიც და ბიზნესის ორმხრივი  შეხვედრები.

აღნიშნული გამოფენა  საშუალებას მისცემს ქართულ ბიზნეს წრეებს, წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია და კომერციული შესაძლებლობები.

გამოფენაზე იქნება ძირითადი თემატური სექცია “KOSMOS (World), რომელიც ყოველწლიურად დიდი რაოდენობით მნახველს იზიდავს. გარდა KOSMOS -ისა, “TIF”-ის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება შემდეგი თემატური სექციები: ავტომობილები, მშენებლობა, ენერგეტიკა, სამინისტროები და სახელმწიფო მმართველობითი ორგანოები, ინოვაციური ტექნოლოგიები, ელექტრონული თამაშები, სასოფლო-სამეურნეო  სექტორი და სხვა.

TIF-HELEXPO განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს საერთაშორისო მონაწილეებს:
• 12 კვ. მ ფართი უფასოდ (ცარიელი სივრცე);
• უფასო რეგისტრაცია;
• სტენდის მშენებლობა – 19 € კვ.მ. 12 კვ.მ სტენდი = 228 + დღგ.