fbpx
საზოგადოება

მოდელ მარისა პაპენის შიშველმა პოზიორობამ აია სოფიაში დიდი აღშფოთება გამოიწვია

“Playboy”-ს ყოფილმა მოდელმა, მარისა პაპენიმ აია სოფიას შესასვლელში შიშველმა იპოზიორა, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია. როდესაც ყოფილ ეკლესიასა და მეჩეთში, ამჟამად კი მუზეუმში შევიდა, 25 წლის მოდელს შავი ბურქა ემოსა.

ფოტო-გადაღების გამო, მან აიწია ბურქა და გამოამჟღავნა, რომ ქვედა საცვალი არ ეცვა.

სურათი იყო პროტესტი “რელიგიის ტირანიის” წინააღმდეგ. პაპენმა იგი Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა სათაურით “აია სოფია – ლოცვა თანასწორობისთვის.”

მან თავის ბლოგში დაწერა, რომ ის და მისი ფოტოგრაფი ელოდებოდნენ, როდის დაუწყებდა გიდი დამთვალიერებლებს ისტორიულ ძეგლზე საუბარს, ამის შემდეგ კი, ფოტოს გადაღება დროის ამბავი იყო.

“ეს სიმბოლური სვლაა რელიგიის ტირანიის წინააღმდეგ”, – განაცხადა პაპენმა.

მოდელი ცნობილია შიშველი სხეულის დემონსტრირებით რელიგიურ და სადავო ადგილებში.

2017 წელს იგი დააპატიმრეს კიდეც, რადგან ეგვიპტეში ისტორიული ძეგლების წინ შიშველი პოზიორობდა. ფოტო-გადაღება აღიქვეს, როგორც ქვეყნის ტრადიციის შეურაცხყოფა.

გასულ ივნისში, მან შიშველმა იპოზიორა გოდების კედელთან, იუდეიზმის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილთან.

მოდელი საკუთარ თავს “თავისუფალი სულისა და მგზნებარე გულის მქონე ექსპრესიონისტს” უწოდებს.

თუმცა, როგორც ჩანს, ფოტო-გადაღება აია სოფიაში, მხოლოდ სპონტანური პროტესტი არ არის. პაპენმა და მისმა ფოტოგრაფმა გადაიღეს შიშველი ფოტოების სერია სტამბულსა და კაბადოკიაში, სათვალეების მწარმოებელი კომპანიისთვის.

აია სოფიაში ფოტო-გადაღების შესახებ, პაპენმა თქვა, რომ ყველგან უსაფრთხოების კამერები იყო და ასევე, უამრავი ხალხი, დაცვის ჩათვლით.

სწორედ ამ განცხადებამ აფიქრებინა ზოგიერთ ბერძნულ მედიას, რომ ფოტო-გადაღება “თურქების მხარდაჭერით” მოხდა.

აია სოფია ბერძნული მართლმადიდებლობის უკანასკნელი სიმბოლოა. ბიზანტიური ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა მას შემდეგ, რაც ოსმალებმა სტამბული დაიპყრეს 1453 წელს.

 

onalem

ტესტ