fbpx
კრიმინალისაზოგადოება

”მკვლელობის დროს, შემთხვევით, სასაფლაოსთან ჩავიარე” – აცხადებს დორა ზებერის მამა

სასაფლაოზე მოკლული გოგონას საქმე გამოძიების პროცესშია. ეს არის მკვლელობა, რომელსაც ნათელი ჯერ კიდევ არ მოეფინა და არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი, თუ რა ხდება ოჯახის წევრებს შორის.

დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე გარდაცვლილის დამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც აშკარად მამის წინააღმდეგ მიდის და მას უსინდისოდ მოიხსენიებს. ასევე ცნობილია, რომ მოკლული გოგონა მამის ვალებს იხდიდა.

თუმცა, დღეს დორა ზებერის მამამ, კოსტას ზებერიმ, ახალი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, დაახლოებით იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, მან სასაფლაოს ჩაუარა. მას პოლიციაში ჩვენებები დღეს უნდა მიეცა, თუმცა, ხვალისთვის გადადო, ვინაიდან, როგორც აცხადებს, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ის მედიას ესაუბრა და აცხადებს, რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ იმყოფებოდა, როცა გზები მკვლელობის გამო დაიკეტა. მისი დაფიქსირება კამერებსაც შეეძლოთ. ხოლო მანამდე სამსახურში იყო.

იხილეთ მისი დეტალური ინტერვიუ:

onalem

ტესტ