fbpx
კრიმინალი

მკვლელობა ვულაში: მსხვერპლის ბნელი წარსული, ქორწინება მიკონოსზე და ანგარიშები

გუშინდელი დღე 46 წლის ბერძენ-ავსტრალიელი ბიზნესმენის, იანის მაკრისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 8 საათის შემდეგ, როდესაც ვულაში მდებარე თავისი მდიდრული ბინიდან გამოვიდა და Smart-ის ტიპის ავტომობილში ჩაჯდა, ბიზნესმენს მიუახლოდნენ, იარაღი დაუმიზნეს და 4-ჯერ ესროლეს. მან მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, თუმცა, იქვე გარდაიცვალა.

გულმკერდის არეში მოხვედრილი ტყვიები სასიკვდილო აღმოჩნდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ატიკას განყოფილების ოფიცრებისთვის 46 წლის ბიზნესმენის მკვლელობის საქმე საიდუმლოებით მოცული თავსატეხია. პოლიციის განცხადებით, გამოძიებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. გავრცელებული ინფორმაციით, რეალითი შოუს “My Style Rocks”-ის მონაწილის, ვიქტორია კარიდას მეუღლეს და 2 შვილის მამას ბნელი წარსული ჰქონდა ავსტრალიაში, რამაც იგი იძულებული გახადა ათენში ჩამოსულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბიზნესმენი პოლიციისთვის “ძველი ნაცნობი” აღმოჩნდა, რადგან, როგორც ცნობილია, იგი 2005 წელს ნარკოტიკის ბიზნესში და 2009 წელს უცნაური მკვლელობის საქმეში იყო ჩართული. ასევე, შენიშნულია მისი აქტივობა ავსტრალიაში, ინგლისსა და მიკონოსზე ცხელ წერტილებში მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ამ თემებზე ავსტრალიის მედია, წარსულში, არაერთხელ საუბრობდა.

გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლე, ცნობილი მოდელი – ვიქტორია კარიდა გახლავთ, რომელიც შოუ “My Style Rocks”-ის მონაწილეა. მათი ქორწინება 3 წლის წინ შედგა მიკონოსზე. წყვილს 2 შვილი ჰყავს, ბიჭი და გოგონა. ოჯახი, ვულაში, მდიდრულ აპარტამენტში ცხოვრობდა, რომელიც ციხე-სიმაგრეს მოგაგონებთ. სწორედ აქ, საკუთარ ბინასთან გამოასალმეს ბიზნესმენი სიცოცხლეს.

onalem

ტესტ