fbpx
კრიმინალი

მკვლელად აღიარებული დიმიტრი გარგასულასის ძმას ძარცვაში ედება ბრალი

26 წლის ანგელოს გარგასულასს კიდევ ერთ ძარცვაში ედება ბრალი – ამჯერად ის გასულ შაბათს ქალის სახლში შეიჭრა და გაძარცვა. სახლის მეპატრონე მას ასევე მანქანისა და ტელეფონის ჩამსხვრევაში ადანაშაულებს.

დამნაშავე ანგელოს გარგასულასი დიმიტრი გარგასულასის ძმაა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ავსტრალიის ქალაქ მელბურნში 4 ადამიანი მოკლა, ხოლო 20-ს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ის ხალხმრავალ ადგილას მანქანას უკონტროლოდ მართავდა.

ანგელოს გარგასულასს წარსულში უამრავ დანაშაულში მიუძღვოდა ბრალი, მაგალითად იანვარში ის საკუთარ დედას დაესხა თავს იმის გამო, რომ ღამით საჭმელი სწრაფად ვერ მოუმზადა.

ოთხშაბათს ის მელბურნის სასამართლოს წინაშე წარსდგა, სადაც შემდეგი ბრალდებები წაუყენეს: ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარება, შეიარაღებული თავდასხმა, ძარცვა და ასევე ქონების განზრახ დაზიანება.

onalem

ტესტ