fbpx
საბერძნეთი

მკვდარი დელფინი ხალკიდიკის სანაპიროზე

ოთხშაბათს დილით, ხალკიდიკში, დიონისიუს სანაპიროზე მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს.

ბერძნული ორგანიზაცია “Αρίων”, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაზეა პასუხისმგებელი, ჯერჯერობით კონკრეტულ დაკსვნებს ვერ აკეთებს, რადგან დელფინს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება და სიკვდილის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

”დელფინები სანაპიროებზე გამოდიან ან იმიტომ, რომ ისინი ავად არიან, ან რაიმე სერიოზული დაზიანება აღენიშნებათ. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვცადოთ მათი ზღვაში დაბრუნება, როგორც ეს ხშირად ხდება, არამედ შევატყობინოთ შესაბამის ორგანიზაციას, რომელსაც მათი დახმარება შეუძლიათ”, აცხადებს ორგანიზაციის მოქმედი ბიოლოგი და ოკეანოლოგი.

2002 წლიდან ორგანიზაციამ 450 ასეთი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც დელფინები და ვეშაპები სპონტანურად კვდებიან და აღმოჩნდებიან ხოლმე სანაპიროებზე.

ამ ყველაფრის მიზეზი ძირითადად ადამიანის საქმიანობაა, მაგალითად, გემებიდან სხვადასხვა ნივთიერებების ჩაღვრა, ასევე ნაგვისა და პოლიეთილენის პარკების გადაყრა.

ოკეანოლოგების თქმით, მალე გადაშენებულ სახეობებს შორის ზვიგენებიც მოხვდებიან. მიზეზი კი უკონტროლო თევზჭერაა. ამჟამად საბერძნეთის წყლებში ზვიგენების 41 სახეობა ცხოვრობს.

onalem

ტესტ