fbpx
საბერძნეთი

მიხალის ლემპიდაკი საბერძნეთის პოლიციას 1 მილიონ ევროს გადასცემს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხალის ლემპიდაკის ოჯახი საბერძნეთის პოლიციას მადლობის ნიშნად 1 მილიონ ევროს გადასცემს. ცნობილ ბიზნესმენს, რომელმაც მძევლობაში 6 თვე გაატარა, სურს ამ სახით მათ მადლობა გადაუხადოს.

bloko.gr-ის ინფორმაციით, ლემპიდაკის ოჯახი ბანკის ანგარიშზე 1 მილიონ ევროს გადარიცხავს, რომელიც კუნძულ კრეტაზე პოლიციის მანქანებისა და სხვადასხვა აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. ცნობილია, რომ ლემპიდაკი უკვე შეხვდა საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელობას.

ისინი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე თანხა ანგარიშზე ჩაირიცხება. ლემპიდაკიმ პოლიციას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა.

onalem

ტესტ