fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

მიწისძვრის შედეგად დაშავებული შვედი და ნორვეგიელი მამაკაცი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია

კუნძულ კოსზე მიწისძვრის შედეგად შვედი და ნორვეგიელი მამაკაცი მძიმედ დაშავდა და მათი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკული რჩება.

21 წლის შვედმა მამაკაცმა რამდენიმე ტრავმა მიიღო და ტვინში სისხლდენა აღენიშნება.

23 წლის ნორვეგიის მოქალაქე კი, რომელსაც ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, ამ დრომდე კრეტაზე, ირაკლიოს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

ასევე დაშავებულია ორი ბერძენი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთს, 37 წლის მამაკაცს, თვალზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო მეორეს (28 წლის) მიღებული აქვს ფეხის შედარებით მსუბუქი ტრავმა.

საბერძნეთის ტელევიზია იტყობინება, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ შვედი მამაკაცი კომიდან რაც შეიძლება მალე გამოვიდეს, ამასთანავე ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ბერძენმა მამაკაცმა თვალი შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის დროს, ერთ-ერთი ბარის ჭერისა და კედლის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად 27 წლის შვედეთისა და 39 წლის თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა.

თურქეთის მოქალაქის მშობლები კუნძულ კოსზე შაბათს ჩავიდნენ, ხოლო მეორე დღეს საკუთარი გარაცვლილი შვილი სახლში გადაასვენეს.

onalem

ტესტ