fbpx
საბერძნეთი

მიწისძვრა კრეტაზე – 4,7 ბალი!

დღეს შუადღეს კრეტაზე საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური ბიძგის ძალამ რიხტერის შკალით 4, 7 ბალი შეადგინა.

როგორც Protothema.gr იტყობინება, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:15 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი ლასითიდან 28 კილომეტრში იყო, რომლის სიღრმეც 70 კილომეტრია.

მიწისძვრა ლასითისა და ირაკლიოში მოსახლეობისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო.

მატერიალური ზარალის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება.

onalem

ტესტ