fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მიუზიკლი “Cabaret” : მთავარ როლებში თამთა და ტაკის ზახარატოს

ცნობილი მიუზიკლი “Cabaret” ათენში, თეატრ “Παλλάς”-ში იქნება წარმოდგენილი. მთავარ როლებში არიან თამთა და ტაკის ზახარატოს. ისინი სცენაზე ერთად მოგვევლინებიან.

ეს არის მუსიკალური შოუ, რომელიც სოტირი ხაძაკის ხელმძღვანელობით დაიდგა, ხოლო 1972 წელს ლიზა მინელის შესრულებით 8 ოქროს ჯილდო მოიპოვა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი.

ეს იქნება საოცნებო სივრცე ან კოშმარი, იხილეთ მიუზიკლი და ის სამუდამოდ დარჩება თქვენს მეხსიერებაში. 1930 წელს “Cabaret” ბერლინში ნაციზმის ჩრდილში იყო. თითოეული წარმოდგენა ასახავდა პერსონალურ ისტორიას და იმდროინდელ მოვლენებს.

აქ ორი მთავარი გმირია – კობერი, რომელის როლსაც ტაკის ზახარატოსი შეასრულებს და და სალი ბოულსი, რომელსაც თამთა განასახიერებს.

წარმოდგენაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: კატერინა დიდასკალუ, ევთიმის ზისაკის, დიმიტრა ლიმნიუ და სხვა.

ასევე, ათკაციანი ცოცხალი ორკესტრი, ალექსის პრიფტის ხელმძღვანელობით.

“Cabaret-ს” თეატრში “Παλλάς” 2018 წლის 7 თებერვალს ვიხილავთ, შეზღუდული რაოდენობის წარმოდგენებით.

იხილეთ ლიზა მინელის 1972 წლის შესრულება:

onalem

ტესტ