fbpx
საზოგადოება

“მითხრა, რომ ორსულად იმ ბიჭისგან იყო, რომელიც Facebook -ით გაიცნო” – 22 წლის გოგონას ყოფილი პარტნიორი

22 წლის გოგონას თქმით, ბავშვის მამამ მისი ორსულობის შესახებ იცოდა, თუმცა, მიატოვა და გაუჩინარდა. პოლიციაში ახალ ჩვენებებს მისი ყოფილი პარტნიორი აძლევს.

როგორც ცნობილია, სტუდენტმა აბაზანაში იმშობიარა, შემდეგ კი შვილი გადააგდო.

წყვილი ერთად სწავლის პერიოდში იყო, შემდეგ ისინი დაშორდნენ და გოგონა ათენში დაბრუნდა. ორი თვის შემდეგ კი ისაუბრეს და გოგონამ გაამხილა, რომ ორსულად იყო, მხოლოდ სხვა ბიჭისგან, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო.

“როცა დავშორდით, კონტაქტი გავწყვიტეთ და რამდენიმე თვის შემდეგ, როცა დავილაპარაკეთ, მითხრა, რომ ორსულად იყო ბიჭისგან, რომელიც ზაფხულში სოციალურ ქსელში გაიცნო. მე მისი არ მჯეროდა, რადგან ამაზე ძალიან თავისუფლად საუბრობდა. ამის შემდეგ პირდაპირ ვკითხე, იცოდა, თუ არა ბავშვის მამამ მისი ორსულობის შესახებ, მან კი მიპასუხა, რომ იცოდა და სწორედ ამის გამო მიატოვა და გაუჩინარდა.

მამა მე არ ვარ.”

ახალგაზრდა ყველანაირად გამორიცხავს, რომ ის შესაძლოა ბავშვის მამა იყოს.

“ახლახანს მედიის საშუალებით გავიგე, რაც მან ბავშვს გაუკეთა და შოკირებული ვარ. ჩემთვის ეს სწორი არ არის. პირველ რიგში მშობლებისთვის უნდა ეთქვა. მახსოვს მითხრა, რომ ამის შესახებ მხოლოდ მამას გააგებინა. ის არასოდეს ყოფილა უცნაური გოგონა. ძალიან კარგი იყო ჩვენი უერთიერთობის მანძილზე. მან სკოლა უეცრად მიატოვა, ის ორსული არავის გვინახავს,” ამბობს 22 წლის გოგონას ყოფილი პარტნიორი.

onalem

ტესტ