კირიაკოს მიცოტაკისი სირიზას მთავრობას ორპირობაში ადანაშაულებს

ოპოზიციონერი ლიდერი, კირიაკოს მიცოტაკისი ახალი დემოკრატიის პარტიიდან, სირიზას მთავრობას ორპირობაში ადანაშაულებს, წერილის გამო, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ცაკალოტოსმა კრედიტორებს გაუგზავნა.

ალფა რადიოს ინტერვიუში, ისევე როგორც ტვიტერის გვერდზე მან მიმართა სირიზას მთავრობას, რომ : ,, შინ თავი ძალაუფლების მქონეებად მოგაქვთ და შოუს დგამთ, ხოლო საზღვარგარეთ ბოდიშებს იხდით”. და დაამატა, რომ : ,,ეს არის წარმოდგენა, რომელიც არასოდეს ჩამოირეცხება.”

წერილი იტყობინება, რომ ფინანსთა მინისტრმა ცაკალოტოსმა სპეციალურად განსაზღვრა საშობაო ბონუსი, რომელიც საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა, მიეცათ დაბალი შემოსავლის მქონე პენსიონერებისთვის, ლიდერებთან პიველადი კონსულტაციების გარეშე. ეს არის, როგორც ერთჯერადი შეთანხმება, რომელიც აღარ განმეორდება.

ფინანსთა მისნიტრმა ასევე აღნიშნა მთავრობის მეორე გადაწყვეტილება, რომ ეგეოსის კუნძულებს დღგ დროებით შეუწყდებათ, რადგან მიგრანტების ნაკადმა ნეგატიური ეფექტი იქონია  მათზე. თუმცა თქვა, რომ დღგ-ს გაყინვა მხოლოდ 2017 წელს იქნება მოქმედებაში.

,,იმედი მაქვს, რომ ეს განმარტებები  კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ევროჯგუფს ჩვენს სრულ მზადყოფნაში, რომ დაგვრჩეს  შესაბამისი ვალდებულებები მემურანდუმის ფარგლებში, რომლებიც შეეხება როგორც სუბსტანციებს, ასევე ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის პროცესს.” დაწერა მან საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

მიცოტაკისიმ თქვა, რომ წერილი იყო საძაგელი და სირიზა ქვეყანას ამ სასტიკი მდგომარეობის გახანგრძლივებას უქადის.